დღეს, საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც Bm.ge-ის სამინისტროში უთხრეს, სხდომას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც დაესწრება.
ამასთან, საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა მინისტრის მიერ ხელმოწერილი დებულება, რომელიც საბჭოს ფუნქცია-მოვალეობებს და მიზნებს აღწერს.
როგორც დებულებაში წერია, საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი და მისი წევრები არიან მინისტრის მოადგილეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი; სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი;
ამასთან, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერს და პროექტის ექსპერტ(ებ)ს; აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის სოციალური განვითარების მიმართულების წარმომადგენელს; ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს; საქართველოს „პაციენტთა კავშირის“ წარმომადგენელს; საქართველოს ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელს; საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის წარმომადგენელს; საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელს; საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენელს; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელ(ებ)ს; ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენელს; სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელს; სხვა დაწესებულებების ან/და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ(ებ)ს ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებით.
რაც შეეხება საბჭოს უფლებამოსილებას - საბჭომ უნდა უზრუნველყოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ხარჯთეფექტურობის მიზნით წინადადებების განხილვა და რეკომენდაციების შემუშვება; „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ სერვისების შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება არსებული პრობლემების მოგვარებისათვის სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ჯანდაცვაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სხვადასხვა ასპექტების ურთიერთკავშირისა და კოორდინირების უზრუნველყოფა და ეტაპობრივი ამოცანების განსაზღვრა.
საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის