01.თებერვალი .2023 10:00

დღეს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის სხდომას მართავს

დღეს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის სხდომას მართავს
views 544
უკან

დღეს, 1 თებერვალს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.

ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველკვარტალური გამოცემა - "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში".

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქ პლატფორმაზე 12:00 საათზე დაიწყება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც მარტის შემდეგ 11%-იან ნიშნულზეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა