29.აპრილი .2020 09:00

დღეს სებ-ი საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს

views 324
უკან

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, სოციალურ ქსელ Facebook - ის საშუალებით, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.


მედიის წარმომადგნელებს, პირდაპირი ჩართვის დროს შესაძლებლობა ექნებათ შეკითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.


პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა