მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს სემეკი „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს

60af2a421f68c
თელარა გელანტია
27.05.21 09:09
1202
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს საჯარო სხდომაზე შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „თბილისი ენერჯისთვის“ სამომხმარებლო ტარიფი 2019 წელს 3 წლის ვადით დაადგინა. დღეს კი მის კორექტირებაზე კომპანიის მოთხოვნით იმსჯელებენ და დღესვე გახდება ცნობილი, გაუძვირდება თუ არა თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირი. 

როგორც bm.ge-ის სემეკიდან აცნობეს, საჯარო სხდომა დაიწყება 12:00 საათზე.

„პანდემიის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი რეგულაციების ფარგლებში, სემეკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, შესაბამისი პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხის მოსმენა, პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.

სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისათვის ბმულის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 11:00 საათისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.