21.ოქტომბერი .2019 11:36

დღეს სემეკ–ის თავმჯდომარეს აირჩევენ

views 221
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, თავად კომისიის წევრები დღეს, 14:00 საათზე აირჩევენ.

სემეკ–ის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის საკითხზე ბრძანება თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა შონიამ გამოსცა.

როგორც ცნობილია, კომისიის თავმჯდომარედ ერთადერთი კანდიდატი – სემეკ–ის მოქმედი წევრი დავით ნარმანია განიხილება. იგი ამ მიმართულებით უკვე ორი წელია, მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ სემეკ–ის თავმჯდომარის ასარჩევად პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რადგან თავდაპირველად ნარმანიას კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგინა. პლენარულ სესიაზე საკითხის კენჭისყრის დროს კი, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს სემეკ–ის მხოლოდ წევრობის კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა აქვს და არა – თავმჯდომარის. შესაბამისად, კენჭისყრა ჩავარდა და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს მიმართა, რის შედეგადად, ამიერიდან სემეკ–ის თავმჯდომარეს თავად კომისიის წევრები, ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა