02.სექტემბერი .2019 10:46

დღეს Startup Grind ხუთ ევროპელ ინვესტორს და ანტრეპრენერს უმასპინძლებს

უკან

2 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, Startup Grind Tbilisi-ის მორიგი შეხვედრა „რესპუბლიკა“-ში გაიმართება. ღონისძების ფარგლებში, თბილისს ხუთი მაღალი რანგის ინვესტორი და ანტრეპრენერი ესტუმრება ევროპის 4 სხვადასხვა ქვეყნიდან:

• Boris Zeleny – AVG კიბერუსაფრთხოების სტარტაპის დამფუძნებელი, NKB ბლოკჩეინ საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი, 70-მდე კომპანიის ინვესტორი;
• Marian Gazdik – Startup Grind Europe-ის კონფერენციის ხელმძღვანელი, IPM Ventures-ის დამფუძნებელი;
• Peter Kulloi - ინვესტორი და ფილანტროპი;
• Martin Sadlacky - კომპანია Baltic Air-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი;
• Juraj Priecel - Efficio Consulting-ის დამფუძნებელი.

შეხვედრის ფარგლებში სპიკერები ქართველ აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ წარმატებული სტარტაპების მშენებლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიებაზე დაანონსდება Startup Grind Tbilisi-ის რეგიონალური ღონისძიება, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 8-10 ნოემბერს გაიმართება.
Startup Grind, Google for Startups-თან თანამშრომლობით, ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 125 ქვეყნის, 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წარმომადგენელს აერთიანებს.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია Startup Grind-ის ოფიციალურ ვებგვერდზე:

https://www.startupgrind.com/events/details/startup-grind-tbilisi-presents-startup-grind-not-to-miss-monday-sept-2-5-amazing-international-speakers-afterparty/#/

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა