მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

62c2e20562b39
BM.GE
05.07.22 09:00
1797
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რვა რაიონს 5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის და დიდუბის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), კნოლევის, ეკა ბეჟანიშვილის, იმერეთის, ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ილურიძის, ილორის, ქსოვრელის, დიდი-ჯიხაიშის, თმოგვის, ლომთათიძის, სვერის, მუხრანის, ქართლის, ზედაზენის, ახალდაბის, კვერნაულის, არალეთის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, გიორგი ჭყონდიდელის, ბჟოლეთის, ედისის, ზვარეთის, იფნის, ვაზიანის, დვირის, ჟველაურის, მოლითის, იფნევის, გოგაშენის და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების, მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიას, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, ერისთავის, მექანიზაციის, მოლითის, ქსნის, კარალეთის, გაფრინდაშვილის, წიწამურის, ხუთწლედის, სანაპიროს, თევდორე მღვდლის, ფარეხის, ზესტაფონის და ხვინგიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, მიქელაძის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის და გურიის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) და სოფელი დიდების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ლილოს დასახლების, გუმათჰესის (ნაწილობრივ) და ცისკარიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ივანე ჯავახიშვილის, ქურდიანის, ჩიქობავას, წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის და ჩერნიშევსკის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, ხვიჩიას, კოსტავას (ნაწილობრივ), საბურთალოს, ბახტრიონის, იოსებიძის და სულაკაურის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, ორბელიანის მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, კვალეთის მოედნის, გულიას, გორგასლის (ნაწილობრივ), იეთიმ გურჯის, ვერცხლის, ჩიკვაიძის, ავლევის, აკოფიანის, ნაკაშიძის, პუშკინის, ვეკუას, ფხოვის, ბარათაშვილის, სანაპიროს და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, მეტეხის, ისნის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის, მაჭარის, რუისის და ურბნისის ქუჩების მოსახლეობას.