15.მარტი.2019 11:13
ეკონომიკა

დღეს თბილისის საკრებულო ახალ გენერალურ გეგმას დაამტკიცებს

დღეს თბილისის საკრებულო ახალ გენერალურ გეგმას დაამტკიცებს
დღეს თბილისის საკრებულო ახალ გენერალურ გეგმას დაამტკიცებს, ამის შესახებ კახა კალაძემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. კალაძის თქმით, ახალი გენერალური გეგმა თბილისის გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო დოკუმენტი იქნება. 

"დღეიდან თბილიის ექნება ახალი გენერალური გეგმა, ეს იქნება დედაქალაქის განვითარების ახალი სახელმძღვანელო. დღეს საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას. თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით, ავტორები, დარგის სპეციალისტები, რისთვისაც თითოეულ ამ ადამიანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

ქალაქში უამრავი პრობლემა დაგვიგროვდა, ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური პრობლემები, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. თუმცა, ყველაზე მთავარი რაც ამ პრობლემათა სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო,"- განაცხადა კალაძემ.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

24.მაისი.2019 00:20
59

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
103

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
616

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
91

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
139

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
150

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად