მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

647efb7b5e073
BM.GE
07.06.23 09:00
791
დღეს თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება:

საბურთალოს რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას I, II კვარტლების, ბროლოსანის, კოსტავას, იოსებიძის, ხვიჩიას, საბურთალოს, შარტავას, ვახტანგ ჭაბუკიანის, შორსის, მუხრან მაჭავარიანის, დავარის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, საბურთალოს (ნაწილობრივ) და საირმის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზრის (ნაწილობრივ), ასათიანის, დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბელის და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კავსაძის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, არაყიშვილის და ქობულეთის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში
ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ღლონტის, იუმაშევის, არსენ მეკოკიშვილის, ჭირნახულის და ორახელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის და არსენ იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ) და გია რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის და ბაღნარის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.