მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

60dc76b6ddb2f
ინგა მურუსიძე
01.07.21 10:15
663
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თბილისის საკრებულოსთან ერთად დედაქალაქში დასაქმების ფორუმების ციკლს იწყებს. დღეს, თბილისში, სამგორის რაიონში, დასაქმების ფორუმი გაიმართება. 

როგორც BM.GE-ს დასაქმების სააგენტოდან აცნობეს, ფორუმზე 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი შრომის ბაზარზე აქტიურ 300-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

"დასაქმების ფორუმის მიზანია, სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი ბენეფიციარები.

ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიები კი შეძლებენ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიებას", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

დასაქმების ფორუმი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ქ.თბილისის საკრებულოს და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით იმართება.

დასაქმების ფორუმი სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართება და 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება. (მის: ქ.თბილისი; მოსკოვის გამზ #14).

ღონისძიება სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.