მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, თემაზე - როგორ გასცემენ საჯარო უწყებები გრანტებს, პრეზენტაცია იმართება

5d821886480b5
თელარა გელანტია
19.09.19 09:20
831
დღეს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ მასპინძლობს პრეზენტაციას თემაზე - სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება-არსებული სიტუაცია და პერსპექტივები.

შეხვედრა ორგანიზებულია პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“, ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერაა დაფინანსებული.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ და „მწვანე კავკასიამ“ ჩაატარა გრანტების გამცემი საჯარო ინსტიტუტების მიერ, გრანტის გაცემის პროცესის მონიტორინგი.

მონიტორინგის პერიოდი მოიცავდა 2016-2017 წლებში გაცემულ გრანტებს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის გაცნობა, პერსპექტივების გაანალიზება და მონიტორინგის შედეგების წარდგენა. შეხვედრაზე მოწვეული არიან გრანტის გამცემი საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრის პირველი ნახევარი დაეთმობა ორივე ორგანიზაციის მიერ წარმოებული მონიტორინგის ანგარიშის და ძირითადი მიგნებების აუდიტორიისათვის გაცნობას. ყურადღება გამახვილდება, ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად არის განსაზღვრული გრანტის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წინასწარ და როგორ ასრულებს გრანტის გამცემი საჯარო უწყება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, გრანტის გაცემისა და განხორციელების ყველა ეტაპზე, ხოლო მეორე მხრივ იმაზე, თუ რა გამოცდილება აქვთ საგრანტო კონკურსში მონაწილე და გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს - ა(ა)იპ-ებს სახელმწიფო დაფინანსების ადმინისტრირების მხრივ. უნდა აღინიშნოს, რომ არც მონიტორინგი და არც მისი ანგარიში არ მოიცავს სახელმწიფო გრანტების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შინაარსისა თუ ხარისხის შეფასების მიმართულებას. შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმობა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო გარემოს მიმოხილვას. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ისაუბრებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფციის შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული. ამასთან, ერთად საუბარი შეეხება იმ გამოწვევებს, რაც რეფორმის საჭიროებას უსვამს ხაზს. ყურადღება გამახვილდება იმაზეც, თუ რა ეტაპზეა მოცემულ მომენტში რეფორმის კონცეფცია, მისი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები კანონმდებლობაში ასახვის თავლსაზრისით.