მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს თიბისი და თიბისი კაპიტალი ტურიზმის კვლევის შედეგებს და ანალიზს წარადგენს

5d9a0f4acf33d
BM.GE
07.10.19 09:00
1088
დღეს ქარვასლაში თიბისი და თიბისი კაპიტალი კლიენტებს და პარტნიორებს ტურიზმის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე კვლევის შედეგებს წარუდგენს.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიების მიზანია მოხდეს თიბისი კაპიტალის, როგორც სექტორული კვლევების ლიდერის პოზიციონირება.

ღონისძიებას 150-ზე მეტი მოწვეული სტუმარი დაესწრება, რომელთაც სიტყვით მიმართავს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

სპიკერებს შორისაა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, თიბისი ბანკის, თიბისი კაპიტალის და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებას წაიყვანს და პანელურ დისკუსიებს მოდერატორობას გაუწევს „Forbes Georgia”-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე.