03.მარტი .2020 09:00

დღეს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ - თემა კორონავირუსია

views 309
უკან

დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომლის ძირითადი მიზანი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო შექმნილი ვითარება და გამოსავლის გზების ძიებაა.

აღნიშნული ინიციატივით, გუშინ facebook-ის პირად გვერდზე ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი გამოვიდა.

„ერთადერთი, რაც სახელმწიფოს შეგვიძლია ვთხოვოთ, იქნებ გადაგვივადოს ქონების გადასახადის დაფარვის ვადა", - ამის შესახებ BM.GE-ის ჰოტელიერმა შალვა ალავერდაშილმა განუცხადა.

თბილისში 6 სასტუმროს მენეჯერი ამბობს, რომ სასტუმროები სტრესულ მდგომარეობაში არიან, რადგან ჯავშნები მასიურად უქმდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა