მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, უკრაინის საელჩოს $95 000-ის მედიკამენტები და ბავშვის კვება გადაეცა - PSP

622cbb35e2d68
BM.GE
12.03.22 19:20
980

კომპანია პსპ-მ დღეს, უკრაინის საელჩოს $95 000-ის მედიკამენტები და ბავშვის კვება გადასცა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უკრაინის საელჩოს სხვადასხვა პროდუქციას ყოველკვირეულად მიაწვდიან.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მიზონი შემოგვიერთდა იმ დიდ საქმეში, რომელსაც პსპ არაერთგზის ახორციელებს, უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად.

გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ დღეს, უკრაინის საელჩოს გადაეცა $95 000-ის ოდენობის მედიკამენტები და ბავშვის კვება.
პსპ აგრძელებს დახმარებას და ყოველკვირეულად მიაწვდის უკრაინის საელჩოს სხვადასხვა პროდუქციას.

შეგახსენებთ, რომ თქვენ, ვისაც გსურთ თავად შეიტანოთ წვლილი და დაეხმაროთ უკრაინელ მოსახლეობას, პსპ-მ თბილისის 31 აფთიაქში განათავსა საქველმოქმედო ყუთები, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ სასურველი, აფთიაქში შეძენილი ნებისმიერი პროდუქცია. ჩვენ კი, უზრუნველვყოფთ მის მიწოდებას უკრაინის საელჩოში"-ნათქვამია ინფორმაციაში.