19.იანვარი .2021 13:04

დღეს UNWTO-ს გენერალური მდივნის არჩევნებია

დღეს UNWTO-ს გენერალური მდივნის არჩევნებია
views 612
უკან

დღეს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნები იმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს UNWTO-ს პრეზიდენტობის კანდიდატად ისევ ზურაბ პოლოლიკაშვილი ჰყავს წარდგენილი.

ამ წუთებში UNWTO-ს აღამსრულებელი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომლის შემდეგ, თბილისის დროით 15:00 საათზე არჩევნები გაიმართება.

ცნობისთვის: ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ტურიზმისთვის უმძიმესი გამოწვევა COVID-19-ის კრიზისს უკავშირდება.