მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს გამართავს

5e42c6a440b20
BM.GE
12.02.20 09:00
1081
დღეს, 10:00 საათზე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს გამართავს. 

ღონისძიებას USAID/Georgia-ის მისიის დირექტორი პიტერ უიბლერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრებიან.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმზე, რომელსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამა კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებული პირებისთვის გამართავს, განხილული იქნება კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) და მათი ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნაზე და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე.

აგრეთვე, გამოვლენილი იქნება ის ძირითადი პოტენციური ინტერვენციები, რომლებიც აუცილებელია ფინანსებზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარვეზების დასაძლევად კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის გზით.

ღონისძიებაზე მოწვეულ მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სექტორულ დისკუსიებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) ბანკების, სალიზინგო კომპანიების, დაკავშირებული სახელმწიფო უწყებების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად.