მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე" სასამართლო სხდომა გაიმართება

5db1ccbeaafc8
თელარა გელანტია
25.10.19 09:00
1050
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე“ სასამართლო სხდომა გაიმართება.

როგორც bm.ge-ის მამუა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა, პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.