23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნება. აღნიშნულ ტერიტორიაზე თოვლის ბაბუა დაიდებს ბინას და სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს და ყველას ექნება შესაძლებლობა ნამდვილ დღესასწაულს დაესწროს.
„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება და ყველას გვექნება შესაძლებლობა, მივიდეთ, მივიყვანოთ ჩვენი შვილები, შვილიშვილები, გავერთოთ. არ გამოტოვოთ, თქვენს პატარებთან ერთად დაესწარით ნამდვილ დღესასწაულს. თქვენ გელოდებათ ე.წ. ფლეშმობი და საახალწლო კონცერტი ყველასთვის საყვარელი შემსრულებლებით. დრამერები და ქუჩის თეატრის მსახიობები შექმნიან დაუვიწყარ სანახაობას. რაც მთავარია, 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, თოვლის ბაბუა მობრძანდება და ბინას დაიდებს „საახალწლო სოფელში“. დარწმუნებული ვარ, მას დიდი სტუმრიანობა ექნება ამ სადღესასწაულო დღეებში. 14 იანვრამდე, ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ღონისძიება და კონცერტი გაიმართება, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ასე რომ, გელით ყველას ორბელიანის მოედანზე. დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია. ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები. აქვე მოეწყობა საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები. ასევე, გასართობი აქტივობები - სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე, ფოტოზონა სანტასთან ერთად და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის.
ტრადიციულად, „საახალწლო სოფელში“ მოქალაქეებს საშობაო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და მრავალფეროვანი კვების ობიექტები უმასპინძლებს. ყოველდღიურად, ორბელიანის მოედანსა და ათონელის ქუჩაზე განთავსებულ სადღესასწაულო სცენებზე მუსიკალური საღამოებიც გაიმართება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი