მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში როგორშიც არის“ - ჯანდაცვის მინისტრი

5f3e2fb70c5d2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.20 12:07
1589
დღესდეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში როგორშიც არის ამ მომენტისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენა გლობალური პრობლემაა და დამიკიდებულია ეპიდვითარებაზე მსოფლიოში.

„ეს არის გლობალური პრობლემა და ამასთან დაკავშირებით თქვენ იცით რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში, როგორ ვითარდება კოვიდ-ინფექციის გავრცელება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესდეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის ამ მომენტისთვის და იმის მიხედვით როგორ განვითარდება სექტემბერში კოვიდ ინფექციის გავრცელება ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე შესაძლეელია თუა რეგულარული ფრენების თარიღმა გადაიწიოს ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა: „ყველაფერი შესაძლებელია“. შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ოქტომბრამდე არ იგეგმება. რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენის თარიღი საქართველოს მთავრობამ უკვე ორჯერ გადაწია. თავდაპირველად, საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლება 1 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ფრენების აღდგენა სექტემბრამდე გადაავადა.