ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეისთვის რეალობაა, რომ ქვეყანაში აცრის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი და მაღალი სიკვდილიანობაა. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამეტის საგაზაფხულო პლენარულს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ამის გამო საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, ამიტომ დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის განახლება დაანონსა.
„რეალობაა, რომ აცრის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და სიკვდილობის მაღალი რიცხვი. არა ყველაზე მაღალი, როგორც ხშირად ტირაჟირებენ, მაგრამ ეს რიცხვი მაღალია და ეს სახიფათოა. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვადარდებს.
სამწუხაროდ, კოვიდ-პანდემიის ნეგატიური შედეგები, დემოგრაფიულ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს და შესაძლოა, 2021 წელს ბუნებრივი მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს ბოლო 60 წლის მანძილზე. ამას ხელს უწყობს 30-წლიანი მძიმე დემოგრაფიული წარსული და პანდემიური აწმყო. აქედან გამომდინარე, კომიტეტი მიუბრუნდება 2016 წელს ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკურ დოკუმენტს და სამოქმედო გეგმაზე მუშაობას განაახლებს, რისთვისაც მიუხედავად პარტიულობისა, ყველას მხარდაჭერა აუცილებელი იქნება.
პანდემიის მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, კომიტეტი გასცემს რეკომენდაციებს, რისთვისაც ინტენსიურ შეხვედრებს მართავს კოვიდ-კლინიკების კლინიკურ ხელმძღვანელებთან, ექიმ რეანიმატოლოგებთან მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნების სხვადასხვაობისა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან, თუმცა მოქალაქეების პასუხისმგებლობის გარეშე, სასურველი შედეგის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ავადობას გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულება არ უყვარს. დღესდღეობით, ყველაზე ცუდად ვაქცინირებული პოპულაცია ვართ, რაც ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
დიმიტრი ხუნდაძემ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად საკანონმდებლო ორგანოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კომუნიკაცია უკვე დაწყებულია.
„რაც შეეხება მედიკამენტებს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ფასი შეუსაბამოდ მაღალია, რაც ტვირთად აწევს მოსახლეობას და ამძაფრებს სიღარიბეს. ამ პრობლემის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი იყო მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება, რაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, პრაქტიკულად, უკვე გვაქვს ასეთ მხარდაჭერა, რომ პირველ ეტაპზე გაიხსნას თურქეთის ბაზარი და ინტენსიურად წარიმართოს საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა, რის გარეშეც სექტორის დარეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრი ჯანდაცვის კომიტეტს სტუმრობდა, ხვალ კი მორიგი შეხვედრა გაიმართება სამინისტროში. აქაც საჭიროა ზეპარტიული მხარდაჭერა და სექტორში მონაწილე მხარეებს ადექვატური პასუხისმგებლობა“, - განაცადა ხუნდაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი