მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეში 20 000 აცრაა შესაძლებელი, მაგრამ კეთდება 6 000, ეს სერიოზული პრობლემაა - კაკაურიძე

60f811c3e06db
თელარა გელანტია
21.07.21 16:21
817
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ყველამ ერთად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჭირო არ გახდეს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ვინაიდან ეს მხოლოდ წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაზე არ იქონიებს გავლენას.

ასე უპასუხა გიორგი კაკაურიძემ დღეს პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას დეპუტატ გიორგი ვაშაძის კითხვას, რომელიც ეპიდვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის პროგნოზირებული ტემპის კორექტირებას შეეხებოდა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი რისკი - პანდემია გათვალისწინებულია ყველა სცენარში, მათ შორის, პესიმისტურ სცენარში.

„ეს რისკი, რა თქმა უნდა, არსად გამქრალა და არსებობს. ამ შემთხვევაში, პესიმისტურ სცენარში, გათვალისწინებულია 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა - შედარებით ნაკლები, ვიდრე საბაზისო სცენარში, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ ერთად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჭირო არ გახდეს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ვინაიდან ეს მხოლოდ წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაზე არ იქონიებს გავლენას. 2022 წელსაც შეამცირებს იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს, რაც გვაქვს.

რაც შეეხება ვაქცინაციას - ამჟამად, დღეში შესაძლებელია 20 ათასი ვაქცინის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, კეთდება 6 ათასი. ეს სერიოზული პრობლემაა. გამოდის, რომ დღეს რა საშუალებაც გვაქვს, იმის მესამედსაც არ ვიყენებთ, რაც ქმნის ძალიან დიდ რისკებს, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის, როგორც მოქალაქის ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა, ვისაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში. ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიფიქროთ არა დაკეტვაზე, არამედ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.