დღეში 50-მდე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტი შემოწმდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს.
როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მონიტორინგი ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექნიკური ზედამხედველობის, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექციის და მუნიციპალური ინსპექციების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად, განხორციელდება იმ კომპანიების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებსაც საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერდათ, თუმცა მუშაობის აღდგენის შესახებ განაცხადით სახელმწიფოს უკვე მიმართეს.