მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღევანდელ ვითარებაში პარლამენტი როდის და ვისთვის მოიცლის, ვიცით? - არ ვიცით"

5ddbbef086c99
თამუნა ქემერტელიძე
25.11.19 18:05
1615
“პარლამენტი დღევანდელ ვითარებაში როდის და ვისთვის მოიცლის ჩვენ ახლა ვიცით? -არ ვიცით”, - ეს განცხადება Bm.ge-ისთან სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების კომენტირებისას გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობასთან ერთად თემაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და იმედია, ის მხოლოდ მთავრობის დადგენილების საფუძველზე გადაწყდება, ვინაიდან თუ თემას პარლამენტის ჩართულობა დასჭირდება, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, იმის თქმა, თუ როდის დაიწყებს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას რთული სათქმელია.

“იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დაიძვრება ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს სურვილია, რომ ეს წელს ჩამოყალიბდეს და მოგვარდეს, მაგრამ საინტერესოა, ეყოფა თუ არა ამ თემას მთავრობის დადგენილება, რადგან თუ ასე არ იქნება, პარლამენტი დღევანდელ ვითარებაში როდის ვისთვის მოიცლის ჩვენ ახლა ვიცით? - არ ვიცით. ფაქტია, რომ საქართველოში შემოსული ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი აქ ტოვებს არაერთ დაუფარავ ანგარიშს. მაგალითად ეს ძალიან სერიოზული ტვირთია სასწრაფო სამედიცინო სამსახურისთვის, რადგან სასწრაფოს ხარჯებს ტურისტების ⅔ არ იხდის”, - აცხადებს ხეჩინაშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებობს ნორმატიული აქტი, სადაც მსგავსი ჩანაწერი არსებობს, თუმცა ამ საკითხს არავინ აკონტროლებს საზღვარზე, ამიტომ აუცილებელია, პრობლემის მოგვარება დროულად დაიწყოს.