მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა საფუძველს, რომ კომენდანტის საათი შევამსუბუქოთ - თამარ გაბუნია

60707e1882348
სალომე მეცხვარიშვილი
09.04.21 20:16
1158
დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ არსებული შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი შევამსუბუქოთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს ესმის მოქალაქეების წუხილი შეზღუდვებთან და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს არის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი.

“შემთხვევები იმატებს და იმატებს დადებითობის მაჩვენებელი - 2%-ს გადავცდით, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც იყენებს ევროპის ბევრი ქვეყანა და უფრო მკაცრი რეგულაციებია იმ ქვეყნებში დაწესებული, რადგან უკიდურესად საჭიროა”,- აცხადებს თამარ გაბუნია.