29.სექტემბერი .2019 13:00

დღგ-ს გადახედვას ვითხოვდით და პასუხი ასეთი იყო: „კარგი რა, თქვენ, რესტორნებს ფული გიჭირთ?”

views 3147
უკან

რესტორან “შავი ლომის” დამფუძნებელი მერი გუბელაძე BM.GE-თან საუბრისას განმარტავს, რომ კვების მის ობიექტში ძირითადად ადგილობრივი ფერმერების პროდუქცია შედის, რომელიც დამატებით ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია. თუმცა, ამის საპირისპიროდ, იბეგრებიან ის რესტორნები, სადაც ეს პროდუქტები შედის, რაც სარესტორნე ბიზნესს მოტივაციას უკარგავს, შეიძინოს ადგილობრივი პროდუქცია.

“პრობლემა, რაც მე პირადად როგორც რესტორატორს მაქვს, არის ის, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები აბსოლუტურად გათვისუფლებულია დღგ-სგან, ჩვენ რესტორნები კი ვიბეგრებით. ჩემს რესტორნებში კი ძირითადად შემოდის სოფლის, ჩვენი ქართული პროდუქტი, რომელშიც მე ვიხდი დამატებითი ღირებულების გადასახადს, რომელიც ძალიან დიდია. ეს კი რაღაცნაირად მოტივაციას გიკლავს. ფინანსურად ამას ჯობია შემოტანილი პროდუქტი იყიდო და დღგ-სგან გათავასუფლებული იყო შენც და ისიც. ამ დროს თანაბრდება, იბეგრება ისიც და იბეგრები შენც. ახლა კი ბალანსი აღარ არსებობს ეს კი კანონმდებლობის მინუსია“-აცხადებს “შავი ლომის” დამფუძნებელი მერი გუბელაძე.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა სარესტორნე ბიზნესის წარმომადგნელებს შესაბამის უწყებებთან ამ საკითხზე კომუნიკაცია, გუბელაძე პასუხობს, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცდელობა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

“მახსოვს რამდენიმე წლის წინ იყო მცდელობა. რესტორნის ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ შესაბამის ორგანოებს და პასუხი მიიღეს ცოტა არაადეკვატური. ზუსტი ფრაზა მახსოვს, - „კარგი რა, თქვენ, რესტორნებს ფული გიჭირთ?”-ამბობს “შავი ლომის” დამფუძნებელი მერი გუბელაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა