მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ–ის ყალბ აქტივებზე საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის 34 საქმეს სწავლობს

5e4e582b2655d
დავით ჯალაღონია
20.02.20 13:56
1016
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში მოხსენებისას, დღგ-ის თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით სტატისტიკაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, 2 თვის განმავლობაში ჩატარდა 150-ზე მეტი საგადასახადო შემოწმება.

"შემოსავლების სამსახურისა და საგამოძიებო სამსახურის მიერ, გამოვლინდა ათობით კომპანია, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ დღგ-ის თაღლითურ სქემებში. ესენი იყვნენ: ყალბი აქტივების შემქმნელი კომპანიები, ყალბი აქტივების გამნაშთავი კომპანიები და კომპანიები რომლებიც ახდენდნენ ყალბი აქტივებით განბაჟებული საქონლის საცალო რეალიზაციას.

სქემაში მონაწილე ყველა კომპანიას განესაზღვრა რეალური საგადასახადო ვალდებულებები. პარალელურად, სქემაში მონაწილე ფიზიკური პირების მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები.

დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია 34 სისხლის სამართლის საქმე. პასუხისგებაში მიეცა სულ 128 პირი, რომელთაგანაც დღეისათვის პატიმრობაშია 55 პირი, ძებნილია - 11", – განაცხადა მინისტრმა.