მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა 3 000-მდე გაიზარდა - ამირან გამყრელიძე

5efdac74921cf
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.20 13:42
1587
ტესტირებების რაოდენობა გაზრდილია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გაფართოვდა ასევე ჯგუფების წრე, რომლებშიც ტარდება ტესტირება.

„ივნისში საშუალოდ 1 800-ზე ვართ ასული დღის განმავლობაში, ივლისში 3 000 გვქონდა გუშინ წინ, 2800-მდე გუშინ.

არის საქართველოს მთავრობის ორი კვირის წინანდელი დადგენილება, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ჯგუფები, სადაც ტარდება ტესტირება. ასევე გაიზარდა სიხშირე იგივე ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, ვინც კოვიდის კლინიკებში მუშაობენ, ვინც ცხელების ცენტრებში მუშაობენ და ა.შ. იქ ტესტირების პერიოდულობა ერთ კვიარმდე შემცირდა, ზოგგან დარჩა იგივე - ორი კვირა.

განსაკუთრებული ყურადღება არის ტრაილერის მძღოლებზე. დღესაც 8 ახალი შემთხვევიდან 6 გახლავთ ტრაილერის მძღოლი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში ტესტირებების გაზრდასთან ერთად გამოვლენის ნიშნული ერთნიშნა ციფრს არ ასცილებია.

„ეს იმის არაპირდაპირი ნიშანია, რომ ჩვენთან შიგნით ქვეყანაში ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, რაც კარგია მაგრამ დამშვიდების საფუძველს ეს არ გვაძლევს“, - აღნიშნა მან.