მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DHL უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2 წლის ხელფასს გადაუხდის - პროფკავშირები

61b1fc62d9287
BM.GE
09.12.21 17:04
4494
DHL უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2 წლის სახელფასო კომპენსაციას გადაუხდის - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა პროფკავშირების გაერთიანების საკასაციო საჩივარი და შპს „ჯორჯიან ექსპრესს“ (იგივე DHL) სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო თანამშრომლების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 2 წლის ხელფასის ოდენობით დააკისრა.

„ე.კ., ს.კ. და თ.მ. დასაქმებულები იყვნენ შპს „ჯორჯიან ექსპრესში“ სხვადასხვა პოზიციაზე. 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, უვადო შრომით ურთიერთობაში მყოფი მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ ე.წ. რეორგანიზაციის საფუძვლით. რეალურად მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად ედო სოციალურ ქსელ Facebook-ში კომპანიის მენეჯმენტისთვის არასასურველი პოსტის მოწონება, რის თაობაზეც ინდივიდუალურ საუბრებში განუცხადა ხელმძღვანელობამ, თუმცა ოფიციალურად მათ გათავისუფლებას რეორგანიზაცია დაედო საფუძვლად.

თბილისის საქალქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა კომპენსაციის სახით განისაზღვრა 1 წლის შრომის ანაზღაურება. საქართველოს უზენაესის სასამართლოს მიერ შეცვლილ იქნა გადაწყვეტილება კომპენსაციის ოდენობის ნაწილში და განისაზღვრა 2 წლის ხელფასის ოდენობით“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.