მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიაბეტურის შემდეგ „სენვი" მომხმარებელს დიეტურ ნამცხვრებს შესთავაზებს

5f66f78721fe2
ნუცა ბაზლიძე
20.09.20 10:28
778

კაფეტერია-რესტორანი „სენვი“ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის პროდუქციას, მათ შორის, საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. როგორც BM.GE-ს კომპანიის დირექტორმა მაიკო მახარაძემ განუცხადა, „სენვიში“ ნამცხვრების კატეგორიის გამრავალფეროვნება, კონკრეტულად კი, დიეტური ნაწარმის დამატება იგეგმება.

„სენვის“ დირექტორის განმარტებით, კომპანიის საკონდიტრო ხაზში უკვე ხვდება 3 სახეობის დიაბეტური ნამცხვარი, ამჯერად კი, ორიენტირებას დაბალკალორიულ პროდუქციაზე გეგმავენ.

პანდემიის ფონზე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, „სენვიმ“ მიტანის სერვისის საშუალებით გააგრძელა ფუნქციონირება, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, გაჩერებული იყო საკონდიტრო ხაზი, ამ ეტაპზე კი, „სენვიმ“ უკვე განაახლა ჩვეული რეჟიმით მუშაობა.

„საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ შეგვიწყვეტია, მიტანის სერვისზე ვკონცენტრირდით, თუმცა მოთხოვნამ იკლო“, - აღნიშნავს ის.

როგორც მაიკო მახარაძე განმარტავს, აღნიშნულ პერიოდში შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც, თუმცა მუშაობის ჩვეული რეჟიმით აღდგენის შედეგად, დასაქმებულთა რიცხვიც ადრინდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. ამ ეტაპზე, კომპანიაში დაახლოებით 30 ადამიანი მუშაობს.