მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიალოგი, რაც ხელისუფლებასთან გვაქვს, გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი არ არის“

602cc77fd8d54
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 11:34
635
საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციები პრემიერ-მინისტრს შეზღუდვების მოხსნის 7 პუნქტიანი მოთხოვნით მიმართავენ. როგორც დღეს დარგთაშორის პრეს-კონფერენციაზე რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ის დიალოგი, რომელიც ბიზნესს დღეს ხელისუფლებასთან აქვს, გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი არ არის, ამიტომ ეკონომიკის სფეროში სხვადასხვა სექტორი პრემიერთან შეხვედრას და კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად საკითხების განხილვას ითხოვს.

„პრობლემა, რომელიც დღეს დგას არ არის მხოლოდ ერთი სფეროს პრობლემა, ან რომელიმე სფეროსი განსაკუთრებულად. ეს არის სფეროების პრობლემა, რომლებმაც დღეს უნდა შექმნან ეკონომიკა და ვერ ქმნიან, იმიტომ, რომ 200 000 ადამიანი უმუშევარია. ის დიალოგი, რაც გვაქვს ხელისუფლებასთან, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის გადაწყვეტილებების მისაღებად.

10 ასოციაციას, რომელიც წარმოადგენს მრავალმხრივ სფეროებს და წარმოადგენს ეკონომიკას, სურვილი აქვს, რომ არა მხოლოდ ის რეგულაციები, რომლებიც დღეს გამარტივდა, დანარჩენიც, რაზეც მოთხოვნაა, შაბათ-კვირა იქნება ეს თუ სხვა, მოიხსნას... აუციელებლად მნიშვნელოვანია კომენდანტის საათის გადაწევა არამარტო ბიზნესისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და ამ მიმართულებით მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ან სხვა რომელიმე სამინისტროს ჩართულობას, სამწუხაროდ საბოლოო შედეგამდე ვერ მივყავართ.

ამიტომაც მნიშვნელოვანია და ვითხოვთ 10 ასოციაციის სახელით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, ამ საკითხებზე მსჯელობას და გადაწყვეტილებების დროულად მიღებას. დროში და სივრცეში გაწელილი ეს გადაწყვეტილებები საბოლოოდ ჩამოაქცევს ბიზნესს, უმუშევრობა გაიზრდება და გუშინ გერმანიაში წასვლის მსურველთან პლატფორმაზე თუ იყო 50 000 ადამიანი ეს რიცხვი ალბათ გაათმაგდება. ვფიქრობთ, რომ ბიზნეს არანაირი დახმარება არ სჭირდება, ბიზნესს სჭირდება, რომ მიეცეს მუშაობის უფლება რეგულაციების ფარგლებში“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.