მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2016 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

5d834539a8d38
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 22:50
1025
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია, 2016 წლის დეკემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.

2019 წლის აგვისტოში სამომხმარებლო ფასები 1.7%–ით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიტანული მედია ქვეყნის სტატისტიკის სააგენტოზე ( ONS) დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკის სამსახურის ცნობითვე, დიდ ბრიტანეთში უძრავი ქონების ფასები ივლისში მხოლოდ 0,7%–ით გაიზარდა. ეს კი ყველაზე დაბალი მოგება იყო 2012 წლის სექტემბრიდან.

ინგლისის ბანკი ხუთშაბათის მონაცემებით, მონეტარული პოლიტიკის კურსს ინარჩუნებს.