მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია ორი წლის მაქსიმუმზეა

60c9f59c6fbfd
ნათია თაქთაქიშვილი
16.06.21 21:20
441
დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ ბოლო ორი წლის მაქსიმუმს მიაღწია. მაისის თვეში გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციამ 2.1%-ით მოიმატა, მაშინ როდესაც ინგლისის ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდას 2%-ით ვარაუდობდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ინფლაციის ასეთი ზრდის მიზეზი ტანისამოსზე და საწვავზე გაზრდილი ფასებია.

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ოფისის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიზელსა და ბენზინზე ფასებმა 17.9%-ით მოიმატა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ბოლო 4 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.

ტანისამოსზე ფასებმა 2.3%-ით მოიმატა, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის შემდეგ.

სტატისტიკის ეროვნული ოფისის განცხადებით, ტანსაცმელებზე ფასების მატება მაღაზიების მიერ ფასდაკლებების აქციების შეწყვეტას უკავშირდება.

ინგლისის ეროვნული ბანკის ვარაუდით, ქვეყანაში ინფლაციის დონის ზრდა წლის ბოლომდე შენარჩუნდება და 2.5%-ს მიაღწევს.