მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ აგვისტოში რეკორდულ ნიშნულს მიღწია

6141f6244f263
ნათია თაქთაქიშვილი
15.09.21 23:23
620
დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ აგვისტოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 24 წლის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრობის ღირებულება, საკვებისა და მეორადი ავტომობილების ფასი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ოფისის ცნობით, ინფლაციამ 3.2%-ით მოიმატა აგვისტოში, მაშინ როდესაც ქვეყანაში გასული 12 თვის განმავლობაში ინფლაციის ნიშნული 2%-ზე ნარჩუნდებოდა. დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ოფისი წერს, რომ 1997 წლის შემდეგ მსგავსი ინფლაცია ქვეყანაში არ დაფიქსირებულთა.

ანალიტიკური კომპანია Berenberg-ის ეკონომისტების ვარაუდით, 2.15%-ით შემცირებული დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ზრდას მომავალი წლის მეორე კვარტალიდან დაიწყებს ნაცვლად 2022 წლის პირველი კვარტალისა.