დიდ ბრიტანეთში ქარზე მომუშავე პირველი „მაკდონალდსი“ იხსნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქარის ტურბინითა და მზის პანელებით მომუშავე რესტორანი მარკეტ დრეიტონში, შროპშირში იქნება განთავსებული.
რესტორანში საჭირო ყველა IT მოწყობილობა გადამუშავებული მასალით იქნება დამზადებული, საყოფაცხოვრებო პროდუქტები - ყავის მარცვლებისგან, ხოლო შენობის იზოლაცია ცხვრის მატყლით იქნება უზრუნველყოფილი. „მაკდონალდსში“ აცხადებენ, რომ დრეიტონის რესტორანი საპილოტე იქნება და მისი მსგავსი სწრაფი კვების ობიექტების მშენებლობა უახლოეს მომავალში, სხვა ადგილებზეც დაიგეგმება.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული რესტორანი ბრიტანეთში პირველია, რომელშიც სამშენებლო პროცესებისთვის ემისიები ნულოვანია, რაც ნახშირბად-ნეიტრალურობას ნიშნავს, ანუ მშენებლობის დროს და მოგვიანებით წარმოების პროცესში გარემოს გამონაბოლქვით დაბინძურება ნულის ტოლფასი იქნება.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ ინოვაციების გავრცელება სხვა რესტორნებშიც, მაგრამ დრეიტონის რესტორანი ჩვენი მომავალი გეგმების საწყისია. გვჯერა, რომ ხალხმა ჩვენი საკვები უნდა მიირთვას რესტორნებში, რომლებიც მომავლისთვის მდგრადია. სწორედ ამიტომ, მარკეტ დრეიტონი ამ იდეის რეალობად ქცევისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია“, - განაცხადა „მაკდონალდსის“ სპიკერმა ბეთ ჰარტმა.
ცნობისთვის, „მაკდონალდსი“ და სწრაფი კვების რესტორნების სხვა ქსელები ინვესტორების მხრიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ინვესტორები სწრაფი კვების მომწოდებლებისგან ნახშირბადის კვალის შემცირებას მოითხოვენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი