01.მაისი .2021 00:04

დიდ დიღომში ძლიერი წვიმაა - ადგილზე 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს

დიდ დიღომში ძლიერი წვიმაა - ადგილზე 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს
views 10463
უკან

თბილისში 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიზეზი ძლიერი წვიმა და უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ქუჩებია. როგორც bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უცნობია.

ცნობისთვის, დიდ დიღომში და მის მიმდებარედ უკვე ერთი საათია, ძლიერი წვიმაა. სოციალურ ქსელში ვრცელდება დატბორილი ქუჩების და ავტომობილების კადრები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა