მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ დიღომში იანვრიდან აგვისტომდე 3 800-მდე ბინა გაიყიდა - სტატისტიკა უბნების მიხედვით

615f23241d015
თამთა ჯიჯავაძე
07.10.21 23:40
5899
TBC Capital-მა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის პირველ 8 თვეში თბილისში ყველაზე მეტი 4,100-ზე მეტი ბინა საბურთალოზე გაიყიდა. წელს 3,800-მდე ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, რითიც მას საბურთალოს შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს. 3,100-მდე ბინა გაიყიდა გლდანში, დაახლოებით ამდენივე სამგორსა და ისანში. ნაძალადევსა და დიდუბეში კი გაყიდული ბინები 2,000-2,200-ის ფარგლებშია. ვაკეში 1,000-მდე ბინა გაიყიდა, მთაწმინდასა და კრწანისში კი გაყიდული ბინების რაოდენობა 500-ზე ნაკლებია.

რაც შეეხება კვადრატული მეტრის ფასს, ის ყველაზე მაღალი ვაკეშია, სადაც ახალაშენებულ შენობაში ერთი კვადრატულის ფასი 1,200 დოლარამდეა. მთაწმინდაზე ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 1,050 დოლარია, საბურთალოზე კი - 950 დოლარი.

ყველაზე ხელმისაწვდომი უძრავი ქონება სამგორსა და დიდ დიღომშია, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში ერთი კვადრატულის ფასი, დაახლოებით, 600-650 დოლარია.