15.ივლისი .2020 09:00

დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

views 2462
უკან

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მშენებლობის დაწყების პროცესს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრება.

მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

დიდი დიღმის მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება:
• სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის;
• ტანვარჯიშის დარბაზი;
• სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის, კარატეს სექციები, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი;
• ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად;
• ორი საცურაო აუზი;
• კაფე;
• სპორტული ინვენტარის მაღაზია;
• მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა;
• საკონფერენციო დარბაზი;
• სახელოვნებო სკოლა;
• ბოულინგი და სამაგიდო თამაშების სივრცე;
• მიწისქვეშა სართული პარკირებისთვის;

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში უკვე დაიწყო. ქვეყანაში მსგავსი ტიპის სპორტული ცენტრები ამ დრომდე არ არსებობდა. სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.