მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი დავიწყეთ - მუნიციპალური ინსპექცია

60825457d4585
თელარა გელანტია
23.04.21 08:57
601
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.