საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BMG-ის გადაცემა "ანალიტიკაში" მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა შეაფასა. იგი არ ეთანხმება მთავრობას იმაში, რომ "მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესებია დაზარალებული".
ვეფხვაძის შეფასებით, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში აქცეტი მომხმარებლის საჭიროებებზე და მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობაზე იყო გაკეთებული, რაც მისასალმებელია, თუმცა მსხვილი ბიზნესების მიმართ არასწორია, რადგან მათაც შეექმნათ ლიკვიდურობის პრობლემები და სახელმწიფო ამაზე უნდა დაფიქრდეს.
"ჩვენ ახლა რაც გვაქვს, არის ორმხრივი შოკი: წარმოების და მოხმარების. კომპანიები გაჩერებულები არიან და აქედან გამომდინარე, წარმოებები შემცირებულია და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ დაწყებული ან უძრავი ქონების შესყიდვა, ან სხვა სახის აქტივობა, გაჩერებულები არიან, ანუ მოთხოვნაც შემცირებულია. ეს ანტიკრიზისული გეგმა მიმართულია მეორე მხარეზე და დაახლოებით 3 მლრდ-მდე ნაღდი ფულის ჩაღვრა ხდება ეკონომიკაში, რაც ნამდვილად არ არის ურიგო.
თუმცა, მე ვისურვებდი, უფრო ნათელი გქვონდეს, წარმოების მხარეს რა ხდება. მგონია, რომ ამ კრიზისის პირობებში, როდესაც ჩვენ მოგვიწევს ოპერირება, კომპანიები და მათი თანამშრომლები უნდა იყვნენ დაცულები და აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს მხრიდან კომპანიების მხარდაჭერა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს 350 მლნ დაიხარჯება თუ არა ჩვენი დასაქმებული თანამოქალაქეების უსაფრთხოების გარემოს შესაქმნელად. ეს უნდა ვიცოდეთ კარგად.
რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემებს, ისინი ძირითადად მოხმარდება მცირე და საშუალო ბიზნესს. ამის წინააღმდეგი არავინაა. ერთი რამ უნდა გავითვალისწონოთ, ამ შოკმა დააზარალა ყველა ინდუსტრია, ყველა სექტორი, განურჩევლად იმისა, რომელი კომპანია, რა ზომისაა. ცხადია, რომ თუ კი პატარა კომპანიები გაცოცხლდებიან, ეს პოზიტიურად აისახება მსხვილ კომპანიებზე, მაგრამ თუკი საუბარია ვალების რესტრუქტურიზაციაზე, ლიკვიდურობის ზრდაზე, აქ მსხვილ კომპანიებსაც ანალოგიურად უჭირთ და ამიტომ სახელმწიფოს მოუწევს ამ კუთხით დაფიქრება.
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ეხება სესხების ზღვრულ ოდენობას, რომელიც შეიძლება კომპანიამ აიღოს, ან რესტრუქტურიზაცია გაუკეთოს. იმაში, რომ მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესებია დაზარალებული, მთავრობას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ყველა კომპანიაა დაზარალებული და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა საკრედიტო-საგარანტიო სქემები არ იყოს, მაგრამ სხვა ტიპის ინსტრუმენტები არსებობდეს მსხვილი კომპანიებისთვისაც და ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რა და როგორ გავაკეთოთ", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და შემდგომ ეტაზე მხარდაჭერას მსხვილი ბიზნესებისთვის ითხოვს.
"ერთადერთი, რაც მე გავიგე, არის რომ ეს არ არის დასრულებული გეგმა ეკონომიკაში და ამას მოყვება ეკონომიკის მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი გეგმა და იმედი მაქვს, რომ ამ გეგმაში მსხვილი კომპანიების მხარდაჭერაც მოხდება. მე მივმართავ მთავრობას, რომ ამაზეც ვიფიქროთ ერთობლივად, იმიტომ რომ ის მსხვილი ბიზნესიც გაჩერებულია და მათი ზარალი უფრო მეტია და ჯამურად დასაქმებულების რაოდენობა აღემატება მცირე კომპანიებში დასაქმებულებს. ყველას უნდა დავეხმაროთ, ახლა არის საერთო-საყოველთაო მხარდაჭერის პერიოდი ყველა ბიზნესოპერატორისთვის", - განმარტა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "ბიზნესისთვის გადასახადების განულება ამ ეტაპზე აქტუალური არ არის" და "ეს შემდგომი ეკონომიკური აღორძინების ეტაპის საკითხია".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის