26.ნოემბერი .2020 14:12

დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ჩერდება

დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ჩერდება
views 953
უკან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლითიზღუდება  21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;

გარდა ამისა, უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით, მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის იკრძალება  რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით გადაადგილება. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

საბჭოს გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აკრძალულია.

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება, მათ შორის აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

ასევე, 16 იანვარი - 31 იანვარს ქვეყნის მასშტაბით, აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა