მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში არასასურსათო პროდუქციის რეალიზაციის ადგილები - ბაზრობები 8 თებერვლიდან გაიხსნებიან, თუმცა - შეზღუდვებით, რაც შაბათ-კვირას ობიექტების უმოქმედოდ დარჩენას გულისხმობს.
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია გადაცემა „ანალიტიკაში“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მათთვის ბაზრობების გახნის გადმოწევის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო.
„ლოქდაუნი ჩვენთვის ძალიან დიდი ტვირთი იყო. ჯამში, თუ ავიღებთ ერთი 1 წლის განმავლობაში 6 თვე ვიყავით დაკეტილები და შესაბამისად, ამის გაძლება ძალიან რთული იყო, თუმცა როცა ვიცით, რომ ვიხსნებით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და გახსნამ ერთი კვირით გადმოიწია... ყველა დღეს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს.
შაბათ-კვირას ამ ეტაპზე არ ვიხსნებით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხიც მალე გადაწყდება. ეს ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ქცევა იქნება მომხმარებლის მხრიდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრანსპორტი გაიხსნა. ჩვენ ქალაქის განაპირას ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დიდ შვებას მოგვცემს.
რაც შეეხება პრობლემებს, ნელ-ნელა ეს პრობლემებიც მოგვარდება. ამაზე საუბარი დღეს ადრეა. გახსნის დღიდან ვერ ვიტყვით, რომ მოგებაზე გადავალთ და დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, როდესაც ნორმალური ცხოვრების პერიოდი გვქოდა, მაგრამ გადარჩენისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ასე იმედიანად მეწარმეებთან ერთად ვხვდებით ამ გახსნას“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.
კითხვაზე - რა ზარალს ითვლის ბაზრობა 2020 წელს დაწესებული "ლოქდაუნებიდან" გამომდინარე, „ლილო მოლის“ დრექტორი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გახსნის შემდეგაც ბაზრობა და მისი წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში არასახარბიელო მდგომარეობაში იქნებიან.
„ამ ლოქდაუნის ზარალზე და ფინანსებზე საუბარი რთულია. ის, რომ ვიხსნებით არ ნიშნავს იმას, რომ ზარალზე არ ვიქნებით. დიდ ხანს მოგვიწევს ზარალზე მუშაობა და პრობლემებთან გამკლავება, დაგროვილი ვალების გასტუმრება. ჩვენც და იმ გამოცდილ მეწარმეებსაც, რომლებსაც შრომის 30-წლიანი პრაქტიკა აქვთ. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ხვალ გავიხსნებით და კარგად ვიქნებით. ცოტა ხანში წამოგვეწევა აცრები და 1 წლის განმავლობაში უნდა ვეცადოთ, რომ დავუბრუნდეთ იმ ძველ მაჩვენებელს, თუმცა ეს ჩემი პროგნოზია“, - განმარტა ბაზრობის ხელმძღვანელმა.
სამომავლო მოლოდინებზე საუბრისას, გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დაკეტვის მოლოდინი არ აქვთ და სულ მალე შაბათ-კვირის სამუშაო დღედ გადაქცევის გადაწყვეტილებასაც ელიან. „ლილო მოლის“ დირექტორმა ტესტირების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტვირთს ბაზრობის ადმინისტრაცია და იქ მოქმედი ბიზნეს სუბიექტები თებერვლის შემდეგ თავის თავზე აიღებენ.
„თებერვალში სახელმწიფო თანამშრომელთა ტესტირებას აფინანსებს და ეს ჩვენთვის უფასო იქნება, ხოლო მარტიდან 2 კვირაში ერთხელ ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს გავტესტავთ და მეწარმეები თავის თანამშრომლებს გატესტავენ, უბრალოდ ამის ორგანიზებას ჩვენ უზრუნველვყოფთ", - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი