„არემჯი“ ქვემო ქართლში კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერი გახდა. „დიდგორელი“ სასკოლო კონკურსია, რომელიც საჯარო და კერძო სკოლებში საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პროექტის პირველ ეტაპზე, კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში გაიმართა. შიდა კონკურსის გზით შეირჩა 121 მოსწავლე, რომლებმაც 40 კითხვისგან შედგენილი ტესტი დაწერეს და ისტორიაში საკუთარი ცოდნა გამოსცადეს.
პროექტის ყველა მონაწილეს საჩუქრად „დიდგორელის“ სპეციალური მედალიონი, სიგელი და წიგნები გადაეცა. მოსწავლეებს რჩევები მისცა და გაამხნევა ისტორიკოსმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, რომელმაც კონკურსის გამარჯვებულისათვის პრიზი დააწესა. პროექტის საზეიმო წარდგენას „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი და პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ესწრებოდნენ, მათ წარმატებები უსურვეს „დიდგორელებს“.
საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს სპეციალური ჟიური ოქტომბრის ბოლოს გამოავლენს. „დიდგორელის“ პირველ გამარჯვებულ მოსწავლეს 6 თვიანი სტიპენდია დაენიშნება.
,,არემჯი“ საგანმანათლებლო პროექტ ,,დიდგორელის“ გენერალური სპონსორია. სამომავლოდ პროექტი სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.
,,დღეს თეთრწყაროში საფუძველი ჩაეყარა ახალ საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში, ეს არის ისტორიის კონკურსი ,,დიდგორელი“. კომპანია ,,არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით გამორჩეულია, ჩვენ მთელი ქვემო ქართლის მასშტაბით ვახორციელებთ მთელ რიგ პროექტებს. ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი არის განათლება, ახალგაზრდობა, შესაძლებლობების ზრდა, ჩვენი ქვეყნის ტურისტული, კულტურული პოტენციალის წარმოჩინება, რაც ქვემო ქართლში საკმაოდ მრავლად გვაქვს.“ - განაცხადა ,,არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა.
,,ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე პროექტი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელი მისი ამ დრომდე განხორციელება, დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის კონკურსს ,,დიდგორელს“ საფუძველი ჩაეყარა. მოგეხსენებათ ისტორია რაოდენ მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და შესაბამისად დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც ისტორიის მიმართულების პოპულარიზაციას, გაძლიერებას და მოსწავლეების დონის ამაღლებას.“ - განაცხადა პროექტის ავტორმა ლევან ჟვანიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი