მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ალბათობით ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტი გახდება - რაქვიაშვილი

629dbd8d86049
მარიამ ვარადაშვილი
06.06.22 12:24
1233

დღეს დარგობირივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავას კანდიდატურას განიხილავენ. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ კანდიდატად წარდგენამდე თურნავა ეკონომიკის მინისტრი იყო. 

“ეს ერთმანეთს ხელს ნამდვილად არ უშლის. პირიქით, მას საკმაოდ საინტერესო და დიდი გამოცდილება აქვს, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს წევრობის კუთხით. ამიტომ, საინტერესო იქნება ის კითხვები, რასაც კომიტეტი დაუსვავს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღონ”,-უთხრა ჟურნალისტებს სონღულაშვილმა.

"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ თურნავას მსგავსად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები სხვადასხვა დროს მთავრობაში მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე, დეპუტატი თვლის, რომ მთავარია, რა ხედვით მიდის თურნავა ეროვნულ ბანკში და როგორ აფასებს სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 

“ზოგადად, უცნაური ტრადიცია გვაქვს, როცა ეროვნულ ბანკში მთავრობიდან გადადიან. მოქმედი პრეზიდენტიც ოდესღაც მთავრობაში მუშაობდა. მირჩევნია პროფესიონალი ეკონომისტები იყვენენ საბჭოში, რომელთაც ეკონომიკა იციან. რაც შეეხება ნათია თურნავას, ჯერ მოვუსმენ, რადგან მისი შეფასება მაინტერესებს იმ მდგომარეობის, რაშიც ახლა ვართ, ასევე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებისაც. ასევე, მაინტერესებს მისი წარმოდგენა ზოგადად ეკონომიკაზე, ხომ უნდა გვესმოდეს რა მოლოდინები უნდა გვქონდეს. ამასთან, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც გახდება. აქედან გამომდინარე, ამ გარემოებების გათვალისწინებით დავუსვავ კითხვებს",-აცხადებს რაქვიაშვილი.