მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი COVID პაციენტებში ახალ პრეპარატ "რონაპრევის" გამოიყენებს

614644686b555
BM.GE
19.09.21 00:00
792
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა გამოყენების ნებართვა მიანიჭა COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ "რონაპრევის."

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, მედიკამენტების გამოყენება მომდევნო კვირიდან დაიწყება და მას 50 წელს ზემოთ მძიმე პაციენტები და სუსტი იმუნურის სისტემის მქონე პაციენტები მიიღებენ. 

ახალი პრეპარატი ფარმაცევტული კომპანიების - Roche-სა და Regeneron-ის მიერ არის შექმნილი და მას წარსულში REGN-Cov2-ის სახელით მოიხსენიებდნენ. პრეპარატი ანტისხეულების თერაპიას წარმოადგენს და მისი გამოყენება ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, ერთ-ერთი პაციენტი, რომელმაც ანტისხეულების აღნიშნული თერაპია მიიღო, 2020 წლის ნოემბერში COVID-ით ინფიცირებული დონალდ ტრამპი იყო.