მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი და ინდოეთი $1.4 მლრდ-ის სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებენ

609144403d460
ნათია თაქთაქიშვილი
04.05.21 19:02
717
დიდი ბრიტანეთი და ინდოეთი 1.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მხარეები თავისუფალი სვაჭრო ხელშეკრულების გაფორმებასაც განიხილავენ. აღნიშნული თემები ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა და ინდეთის ლიდერმა ნარენდრა მოდიმ ვირტუალურ შეხვედრაზე განიხილეს.

Reuters-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების შემდეგ ახალ სავაჭრო პარტნიორს ეძებს და მათი ვარაუდით ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ქვეყნის შემოსავლები 2030 წლისთვის გაორმაგდება და დაახლოებით 23 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გაუტოლდება წელიწადში.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 6,500 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ამასთან დაახლოებით 334 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება ინდოეთის სერუმის ინსტიტუტში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს აწარმოებს.

„ასეთი ეკონომიკური კავშირები გააძლიერებს ინდოეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთთანამშრომლობას, ხოლო დაანონსებული 6,500-მდე სამუშაო ადგილი საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება“, -განაცხადა ბორის ჯონსონმა.