10.თებერვალი .2020 18:49

დიდი ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ პირველ სავაჭრო ხელშეკრულებას აშშ-თან გააფორმებს

views 221
უკან

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რაბმა დღეს დილით განაცხადა, რომ დარწმუნებულია, აშშ იქნება პირველი ქვეყანა, ვისთანაც ბრიტანეთი სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებს ევროკავშირის დატოვების შემდეგ. ამის შესახებ BBC წერს.

საქმე იმაშია, რომ მიუხედავად აშშ-ის ოფიციალური პირების გაფრთხილებისა, გასულ თვეს ბრიტანეთმა კომპანია Huawei-ს მეხუთე თაობის მობილური კავშირის (5G) ქსელის გაშვებაში მონაწილეობის ნებართვა მისცა და განაცხადა, რომ კომპანიასთან თანმშრომლობა უსაფრთხო იყო.

”ჩვენ ყურადღებით მოვისმინეთ ჩვენი ამერიკელი მეგობრების შეშფოთება", - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რაბმა სინგაპურში ვიზიტის დროს.

"დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამერიკასთან და ჩვენს თანამშრომლობას Huawei-ისთან არ ექნება გავლნა ჩვენს ურთიერთობებზე,” - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობამ Huawei საფრთხედ აღიარა და ამტკიცებდა, რომ კომპანიას ჩინეთის მთავრობასა და სამხედრო მეთაურებთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა. Huawei-იმ ბრალდებები უარყო.