28.აგვისტო .2020 16:10

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ სამოგზაურო აკრძალვებს ახანგრძლივებს

views 345
უკან

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ სამოგზაურო აკრძალვებს ახანგრძლივებს, ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაშ 12 ივნისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა ეგრეთ წოდებული „სამოგზაურო კორიდორიდან“ ამოიღო ჩეხეთი, იამაიკა და შვეიცარია. ეს ნიშნავს, რომ ვიზიტორები აღნიშნული ქვეყნებიდან 14 დღიან საკარანტინე პერიოდს გაივლიან.

ახალი რეგულაცია მოგზაურებისთვის შუაღამის 4 საათიდან ამოქმედდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 1,184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ქვეყანაში ჯამურად ინფიცირებულთა რაოდენობა 330,368 შეადგენს, ხოლო გარდცვლილთა რაოდენობა - 41,477-ს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა