მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი ორშაბათიდან ყველა „სამგზავრო დერეფანს“ კეტავს

60027f5d6a5b6
BM.GE
16.01.21 08:33
1155
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად, დიდი ბრიტანეთი ორშაბათიდან ყველა „სამგზავრო დერეფანს“ დახურავს.

როგორც BBC წერს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ მგზავრს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევს. ამასთან, სავალდებულოა 10 დღიანი კარანტინის გავლა, თუ მოგზაურები 5 დღის შემდეგ განმეორებითი ტესტის პასუხს არ წარადგენენ.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ახალი წესები ძალაში 18 იანვრიდან შევა და 15 თებერვლამდე იმოქმედებს.