მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი "წითელი ზონის" ქვეყნების ჩამონათვალს აფართოებს

6067048353833
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.21 16:53
1825
დიდი ბრიტანეთი „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალს ისევ აფართოებს. როგორც ქვეყნის მთავრობა აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალ შტამებს უკავშირდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში შესვლაზე აკრძალვები ძალაში 9 აპრილიდან შევა და „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა ფილიპინები, პაკისტანი, კენია და ბანგლადეში.

BBC-ის ცნობით, ნებისმიერი პირი, ვინც აღნიშნულ ქვეყანაში იმყოფებოდა ბოლო 10 დღის განმავლობაში,  დიდ ბრიტანეთში შესვლას ვერ შეძლებს. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისათვის, თუმცა მათ 10-დღიანი საკარანტინე პერიოდის გავლა მოუწევთ.

ამჟამად დიდი ბრიტანეთის „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალში 40-მდე ქვეყანაა, მათ შორის არიან: ანგოლა, არგენტინა, ბანგლადეში, ბოლივია, ბოცვანა, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეკვადორი, ესვატინი, ეთიოპია, გაიანა, კენია, მოზამბიკი, ნამიბია, ომანი, პაკისტანი, პანამა, პარაგვაი, პერუ, ფილიპინები, კატარი, რუანდა, სეიშელის კუნძულები, სომალი, სამხრეთ აფრიკა, სურინამი, ტანზანია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ურუგვაი, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.