მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი სავიზო წესებს ამკაცრებს

646d160d25e2e
ალა ისპირიანი
24.05.23 00:00
5069
დიდი ბრიტანეთი, მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო, სავიზო წესებს ამკაცრებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ის უცხოელი ასპირანტები, რომელთა სწავლაც კვლევით სამუშაოსთან არ არის დაკავშირებული, დიდ ბრიტანეთში ოჯახის წევრებს ვეღარ ჩაიყვანენ.

სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს უცხოელი ასპირანტების ნათესავებზე დიდმა ბრიტანეთმა 135 ათასზე მეტი ვიზა გასცა, რაც 2019 წელთან შედარებით თითქმის ცხრაჯერ მეტია.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სავიზო წესების გამკაცრება მიგრანტების რაოდენობის შემცირებას ხელს შეუწყობს.

ახალი წესების მიხედვით, უცხოელი ასპირანტების პარტნიორები და შვილები ვერ გააკეთებენ განაცხადს ისეთ ვიზებზე, რომელიც მათ დიდ ბრიტანეთში ბინადრობის უფლებას აძლევს. ეს შეზღუდვა მოიხსნება მას შემდეგ, რაც ასპირანტი სწავლას დაასრულებს.